გამოცემა The Economist-ის ჟურნალმა, Intelligent Life-მა, მსოფლიოს ცხრა უდიდეს ქალაქს: პეკინს, ტოკიოს, დელის, შანხაის, მუმბაის, მეხიკოს, ვაშინგტონს, ნიუ-იორკსა და ლონდონს შორის მსოფლიო დედაქალაქად ეს უკანასკნელი დაასახელა. შესარჩევი კვლევა ხუთი კრიტერუმის მიხედვით ჩატარდა: ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენა; შემოსავალი და კეთილდღეობა; განათლება; კონტაქტები და ეკონომიკური კავშირები; კულტურა. ყველა კრიტერიუმი მხოლოდ ლონდონმა დააკმაყოფილა. აქ ცხოვრობს ბევრი უცხოელი, ხდება კოსპოლოლიტური იდეების გენერირება, აქვს ძლიერი ფინანსური ბაზარი, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრები. ის ძლიერია პოლიტიკურად და გავლენითაც.
კვლევაში ძალაუფლებისა და პოლიტიკური გავლენის მიხედვით პირველ ადგილზე ვაშინგტონი გავიდა. თუმცა, ჟურნალის მკვლევართა აზრით, მას არ ეყო ქარიზმა, რომ მსოფლიო დედაქალაქად დასახელებულიყო. ნიუ-იორკი, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, სწორედ პოლიტიკური ძალაუფლებისა და გავლენის კრიტერიუმით ჩამორჩა ლონდონს.
სექტემბერში ჟურნალი Intelligent Life უკვე მკითხველებს შესთავაზებს, თავად გამოავლინონ მსოფლიოს დედაქალაქი.