
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
ახლა კაფე გალერეა ზუსტად იმდენ ადამიანს დაიტევს, რამდენსაც მოსვლა მოუნდება და გაუხარდება. თბილისის უკანასკნელ უკლუბო ეპოქაში, კაფე გალერეა თითქმის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც პარასკევ-შაბათობით კარგი ფართი კეთდებოდა. ერთი სიტყვით, ახალმა ადგილმა სულზე მოუსწრო, ახლა მაგიდებს შორის ჩატევა აუცილებელი აღარაა და ფართიფრთები თამამად შეგიძლიათ აქნიოთ - აქეთ-იქით, წინ და უკან.
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
სასიამოვნოა, როცა კაფეს პატრონი არტისტია, სტილსა და გემოვნებაში გარკვეული, ჩამოყალიბებული და კარგი აურის შექმნაში დახელოვნებული. “მე შენ პატარა სივრცეების ჯადოქარი მეგონე და თურმე დიდ ადგილებშიც რა მაგარი ყოფილხარ!” - აი ასეთი კომპლიმენტი მიიღო სანდრო ანთაძემ ვინმე კარგი ადამიანისგან. მშვენიერია, სამხატვრო აკადემიასთან კარგი კაფე აქამდეც უნდა ყოფილიყო.
გალერეის პრეზენტაციაზე თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა მოეწყო, მოგვიანებით კი ეროვნულმა დისკჟოკეებმა (გიორგი ჟორჟოლიანი, თომა, გიო შენგელია, კობერტ, ბაჩო ჩალაძე) დიდებული ტექნო მოსცხეს. ყოველთვის სასიამოვნოა ახალი ადგილის ათვისება, როგორც მუსიკოსებისთვის, ასევე “ტუსოვშიკებისთვის”. ფართი კაფე გალერეაში გაგიკვირდებათ და დილამდე გაგრძელდა. თან, ძალიან მაგარი ფართი იყო, კარგი ხმით. კარგი ხმა და აპარატურა კი, მოგეხსენებათ, თბილისში ყველგან არ შეგხვდებათ. ამ ტენდენციის დამკვიდრებაც სასიხარულო იქნება, 
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
მწყინს თუ პრეზენტაციაზე არ იყავით და აგატას უგემრიელესი კანაპეები არ გასინჯეთ. ლორის თხელ ფირფიტაში შეხვეული წითელი ბულგარული წიწაკა ტარხუნით და მდნარი ყველით ისეთი მსუბუქი და გემრიელი იყო, რომ... სამზარეულო ახალ კაფე გალერეაში ევროპული იქნება, მენიუ კი -პეროვსკაიას კაფესთან შედარებით გაცილებით უფრო მდიდარი და გემრიელობებით სავსე.
ახალი კაფეგალერეა, გრიბოედოვის 34, ზედ რუსთაველზე, სამხატვრო აკადემიის ასახვევთან.
სამუშაო საათები დილიდან გვიანობამდე. მიბრძანდით.




