შუშანიკის (თესლი) შვილები

ხო­­ლო გა­­ბა­­ა­­სე­­ბის და­­საწყის­­­ში ანა აღ­­­ნიშ­­­ნავს, რომ მად­­­ლო­­ბე­­ლია მა­­მუ­­კა ლე­­კი­­აშ­­­ვი­­ლის, იმ ლექ­­­სის გა­­მო, რო­­მე­­ლიც „შუშანიკის შვი­­ლებს” (ბაკურ სუ­­ლა­­კა­­უ­­რის გა­­მომ­­­ცემ­­­ლო­­ბა) წა­­უმ­­­ძღ­­­ვა­­რა. დი­­ახ, წიგ­­­ნი შუ­­შა­­ნი­­კის შვი­­ლებს ეხე­­ბა. „თესლ ბავ­­­შ­­­ვებს” – რო­­გორც ერ­­­თ­­­გან ტექ­­­ს­­­ტ­­­ში წე­­რი­­ა. ხო­­ლო სა­­უ­­ბა­­რი ასე­­თი­­ა:

ჩვე­­უ­­ლებ­­­რი­­ვი შე­­კითხ­­­ვა – ალ­­­ბათ ბევ­­­რ­­­ჯერ მო­­ის­­­მი­­ნე – სა­­თა­­უ­­რი – რა­­ტომ „შუშანიკის შვი­­ლე­­ბი”. და­­ვი­­ვიწყოთ გა­­რე­­გა­­ნი მხა­­რე – რომ ეპა­­ტა­­ჟუ­­რი­­ა, რომ შე­­იძ­­­ლე­­ბა ვინ­­­მემ ამის გა­­მო ავ­­­ტორს აგი­­ნოს და წიგ­­­ნი დაწ­­­ვას და ა.შ. არა მგო­­ნი­­ა, რომ მხო­­ლოდ ამ გათ­­­ვ­­­ლით გე­­მოქ­­­მე­­და

მი­­ზე­­ზი ერ­­­თი ამ­­­ბა­­ვი­­ა, რო­­მე­­ლიც წა­­ვი­­კითხე, მე­­სიზ­­­მ­­­რა თუ მო­­ვი­­გო­­ნე – ლე­­გენ­­­და შუ­­შა­­ნიკ­­­ზე. ეს ჩარ­­­თუ­­ლია ტექ­­­ს­­­ტ­­­ში. საქ­­­მე ის არის, რომ შუ­­შა­­ნი­­კის შვი­­ლე­­ბი ჩვენ ირ­­­გ­­­ვ­­­ლივ საკ­­­მა­­ოდ არი­­ან, ეს არაფ­­­რის­­­მომ­­­ცე­­მი ადა­­მი­­ა­­ნე­­ბი მხო­­ლოდ სი­­ხა­­რულს გვა­­ნი­­ჭე­­ბენ, გვარ­­­თო­­ბენ, გა­­გარ­­­თო­­ბენ, წავ­­­ლენ – პროს­­­ტი­­ტუ­­ცი­­ას არ ვგუ­­ლის­­­ხ­­­მობ, უბ­­­რა­­ლოდ – ადა­­მი­­ა­­ნი­­-ატ­­­რაქ­­­ცი­­ო­­ნი.
 
მაგრამ ისევ ეს სა­­თა­­უ­­რი, რა­­ტომ შუ­­შა­­ნი­­კის შვი­­ლე­­ბი და არა ვთქვათ თა­­მა­­რის, ან ქე­­თე­­ვა­­ნის?
 
არა, აქ სუ­­ლაც არ იგუ­­ლიხ­­­მე­­ბა ის მო­­წა­­მე შუ­­შა­­ნი­­კი.
 
მესმის, თუმ­­­ცა ამ­­­გ­­­ვა­­რი ასო­­ცი­­ა­­ცია გარ­­­და­­უ­­ვა­­ლი­­ა.
 
კი, პირ­­­ვე­­ლი რე­­აქ­­­ცია ყვე­­ლას ასე­­თი აქვს. თუმ­­­ცა, აქ მნიშ­­­ვ­­­ნე­­ლო­­ვა­­ნია მხო­­ლოდ ის, რომ ჩე­­მი შუ­­შა­­ნი­­კი ეროვ­­­ნე­­ბით ქარ­­­თ­­­ვე­­ლი არ არის, სა­­ერ­­­თო­­დაც ეროვ­­­ნე­­ბის მიღ­­­მა დგას. სულ მა­­ღი­­ზი­­ა­­ნებ­­­და თბი­­ლი­­სუ­­რი ვიწ­­­რო ნა­­ცი­­ო­­ნა­­ლუ­­რი აზ­­­როვ­­­ნე­­ბა და ბოდ­­­ვა, რომ აქ ყვე­­ლა­­ფე­­რი ქარ­­­თუ­­ლი­­ა. სა­­ში­­ნე­­ლი­­ა, რო­­დე­­საც ვი­­ღა­­ცას რცხვე­­ნი­­ა, რომ შე­­ნი ქა­­ლა­­ქის კე­­თი­­ლი სუ­­ლი შე­­იძ­­­ლე­­ბა მე­­ქი­­სე იყოს. აქ თავს არი­­დე­­ბენ თქმას, რომ ჩვე­­ნი ქა­­ლა­­ქი ააშე­­ნეს, მა­­გა­­ლი­­თად გერ­­­მა­­ნე­­ლებ­­­მა, პო­­ლო­­ნე­­ლებ­­­მა, სომ­­­ხებ­­­მა და სპარ­­­სე­­ლებ­­­მა. ქარ­­­თ­­­ვე­­ლე­­ბის ფსევ­­­დო­­ტო­­ლე­­რან­­­ტო­­ბა ხან­­­დ­­­ხან ფან­­­ჯ­­­რი­­დან გა­­დახ­­­ტო­­მის სურ­­­ვილს მი­­ჩენს. მე ყვე­­ლა კა­­ტე­­გო­­რი­­ით უმ­­­რავ­­­ლე­­სო­­ბა ვარ ამ ქვე­­ყა­­ნა­­ში – ეთ­­­ნი­­კუ­­რად, სექ­­­სუ­­ა­­ლუ­­რი ორი­­ენ­­­ტა­­ცი­­ით და ა.შ. თუ არ ჩავ­­­თ­­­ვ­­­ლით ჩემს „მძვინვარე” ათე­­იზმს – აქაც კონ­­­ს­­­ტი­­ტუ­­ცი­­ის ფარ­­­გ­­­ლებ­­­ში ვრჩე­­ბი. ანუ ამას რომ ვსა­­უბ­­­რობ, რა­­მე და­­მა­­ტე­­ბი­­თი მო­­ტი­­ვა­­ცია კი არ მაქვს, არა­­მედ ძა­­ლი­­ან მწყინს, რომ საქ­­­მეს ასე უდ­­­გე­­ბი­­ან. ამი­­ტო­­მაც ჩე­­მი შუ­­შა­­ნი­­კი და მი­­სი შვი­­ლე­­ბი უეროვ­­­ნე­­ბო­­ნი არი­­ან.
 
და თვი­­თონ ქა­­ლა­­ქიც, რო­­გორც ურ­­­ბა­­ნუ­­ლი სივ­­­რ­­­ცე, დაც­­­ლი­­ლია ამის­­­გან, მაგ­­­რამ ისი­­ნი და­­ჟი­­ნე­­ბით ცდი­­ლო­­ბენ თა­­ვის­­­ნა­­ი­­რად და­­ი­­ნა­­ხონ?
 
კი, ამ ქა­­ლაქს ეროვ­­­ნე­­ბა არ აქვს. თით­­­ქოს ყვე­­ლაფ­­­რის­­­გან დაც­­­ლი­­ლი­­ა. არ არის სა­­ჭი­­რო ზედ­­­მე­­ტი კეკ­­­ლუ­­ცო­­ბა – უუუუძ­­­ვე­­ლე­­სი ქა­­ლა­­ქი და ა.შ. რო­­მე­­ლი სახ­­­ლია ყვე­­ლა­­ზე ძვე­­ლი თბი­­ლის­­­ში? ჰა­­ჰა, ორი­­ოდ სა­­უ­­კუ­­ნის. კო­­მი­­კუ­­რია ასე­­თი მიდ­­­გო­­მა. 
 
ამ წიგ­­­ნის ერ­­­თ­­­-ერ­­­თი ღირ­­­სე­­ბა ისი­­ცა­­ა, რომ ყვე­­ლ­­გან და ყვე­­ლას­­­თ­­­ვის პა­­ტა­­რა ხა­­ფან­­­გე­­ბი­­ა, მო­­დი და­­ვუშ­­­ვათ ასე­­თი ჩახ­­­ლარ­­­თუ­­ლი ამ­­­ბა­­ვი: თუ ვინ­­­მეს მო­­უნ­­­დე­­ბა ამ წიგ­­­ნის „გამართლება” ჩვენს ცნო­­ბილ მო­­რა­­ლის­­­ტებ­­­თან, იტყ­­­ვის რომ აი, ხომ ხე­­დავთ – იმ შუ­­შა­­ნი­­კი­­დან სა­­დამ­­­დე მო­­ვე­­დით, აი, ავ­­­ტო­­რი გვაჩ­­­ვე­­ნებს მის შვი­­ლებს – პრინ­­­ცი­­პე­­ბის­­­გან და ზნე­­ო­­ბის­­­გან დაც­­­ლი­­ლებს..
 
(იცინის – თუ რო­­გორც წე­­რენ ხოლ­­­მე) მარ­­­თა­­ლი­­ა. მო­­დი შო­­რი­­დან და­­ვიწყებ. ორი შემ­­­თხ­­­ვე­­ვა ვი­­ცი მსოფ­­­ლიო ლი­­ტე­­რა­­ტუ­­რა­­ში, რო­­მელ­­­მაც გა­­მოც­­­დი­­ლე­­ბა შემ­­­მა­­ტა – ერ­­­თი და­­ვით კლდი­­აშ­­­ვი­­ლი და მე­­ო­­რე ჯონ სტე­­ინ­­­ბე­­კი. პირ­­­ველ­­­მა დარ­­­ბა­­ზი და­­ტო­­ვა, რო­­ცა უთხ­­­რეს, რომ ის დას­­­ცი­­ნის თა­­ვის გმი­­რებს. ჯონ­­­მა კი „ტორ­­­ტი­­ლა ფლე­­ტის” მე­­ო­­რე გა­­მო­­ცე­­მის წი­­ნა­­სიტყ­­­ვა­­ო­­ბა­­ში სა­­გან­­­გე­­ბოდ აღ­­­ნიშ­­­ნა, რომ მი­­სი გმი­­რე­­ბი არ არი­­ან ხელ­­­წა­­მო­­საკ­­­რავ­­­ნი და მათ და­­სა­­წე­­რად ოს­­­ტა­­ტო­­ბა არ ეყო. თუ ვინ­­­მე იფიქ­­­რებს, რომ მე მარ­­­თას ან ნი­­კოს (პერსონაჟები – გ.კ.) ზნე­­ობ­­­რი­­ვი სა­­ხე მი­­უ­­ღებ­­­ლად მი­­მაჩ­­­ნი­­ა, შეც­­­დე­­ბა – სწო­­რედ ისი­­ნი ინარ­­­ჩუ­­ნე­­ბენ ამ ქა­­ლა­­ქის სულს, გულ­­­წ­­­რ­­­ფე­­ლე­­ბი არი­­ან, გა­­მო­­ფი­­ტუ­­ლე­­ბი და გულ­­­წ­­­რ­­­ფე­­ლე­­ბი. ანუ არა რა­­მე კონ­­­კ­­­რე­­ტუ­­ლი იდე­­ის მა­­ტა­­რებ­­­ლე­­ბი, არა­­მედ მხო­­ლოდ ადა­­მი­­ა­­ნე­­ბი.თუ იმ ძველ შუ­­შა­­ნიკს და­­ვუბ­­­რუნ­­­დე­­ბით, არა­­ვის ახ­­­სოვს, რომ იგი ჩვე­­უ­­ლებ­­­რი­­ვი გო­­გო იქნებოდა, რო­­მელ­­­საც მა­­მა შრო­­შა­­ნას ეძახ­­­და. ამა­­ზე ვტი­­რი ხოლ­­­მე. აქ­­­ვე დავ­­­ძენ, რომ ყვე­­ლა ქარ­­­თუ­­ლი ტექ­­­ს­­­ტის მსგავ­­­სად, ეს ნა­­წარ­­­მო­­ე­­ბი ენას მა­­ინც უს­­­ვამს „ვეფხისტყაოსანს”.
 
სა­­ხე­­ლე­­ბი: შუ­­შა­­ნიკ­­­ზე ვთქვით, მე­­რე ევა, მარ­­­თა, ეს ყვე­­ლაფ­­­რი­­დან ამო­­ვარ­­­დ­­­ნი­­ლი ნი­­კო, და სო­­ლო­­მო­­ნი (თამარის მეტ­­­სა­­ხე­­ლი) და და­­ვი­­თი…­­­ რა­­ტომ ამ­­­დე­­ნი წარ­­­სუ­­ლი? ან ეს სექ­­­სი თუ სექ­­­სის­­­მაგ­­­ვა­­რი სო­­ლო­­მონ­­­სა და და­­ვით შო­­რის – პრო­­ვო­­კა­­ცი­­უ­­ლი ტვი­­ნი იფიქ­­­რებს, რომ ბიბ­­­ლი­­უ­­რი ინ­­­ცეს­­­ტი­­ა,­­­ რა­­ღაც შარ­­­ჟი.
 
(ისევ იცი­­ნის და ა.შ.) გე­­თან­­­ხ­­­მე­­ბი, ნი­­კო ყვე­­ლაფ­­­რი­­დან ამო­­ვარ­­­დ­­­ნი­­ლი­­ა. სა­­ხე­­ლი მარ­­­თა ერ­­­თი მხრივ ძა­­ლი­­ან პი­­რა­­დუ­­ლი­­ა, თან ბევ­­­რი დამ­­­თხ­­­ვე­­ვა მოხ­­­და. და­­ვითს ვიც­­­ნობ­­­დი, ერთ კაცს ვიც­­­ნობ­­­დი, ზუს­­­ტად ამ­­­გ­­­ვარს და და­­თოს ვე­­რაფ­­­რით ვე­­ძახ­­­დი.
 
რო­­მა­­ნი თით­­­ქ­­­მის უსი­­უ­­ჟე­­ტო­­ა, კლა­­სი­­კუ­­რი გა­­გე­­ბით. აბ­­­სურ­­­დის შეგ­­­რ­­­ძ­­­ნე­­ბაც რჩე­­ბა, ფრაგ­­­მენ­­­ტუ­­ლო­­ბის – გან­­­სა­­კუთ­­­რე­­ბით ფი­­ნალ­­­ში – რო­­მე­­ლიც ვინ­­­მეს შე­­იძ­­­ლე­­ბა უგე­­მოვ­­­ნოდ მო­­ეჩ­­­ვე­­ნოს. მე ვი­­ცი, რომ ეს შე­­ნი ჩა­­ნა­­ფიქ­­­რია და მოგ­­­ვი­­ყე­­ვი.
 
პოს­­­ტ­­­მო­­დერ­­­ნის ხა­­ნა­­ში ვართ. თუ ავ­­­ტო­­რის ცხოვ­­­რე­­ბას მიყ­­­ვე­­ბით – და მე აღ­­­ფ­­­რ­­­თო­­ვა­­ნე­­ბუ­­ლი ვარ ჩე­­მი თა­­ვით – მის დიდ ნა­­წილს და­­ძებ­­­ნით ამ წიგ­­­ნის პერ­­­სო­­ნა­­ჟებ­­­ში, ძაღლ ალ­­­მა­­სა­­შიც კი. მეც ასე ვარ, ერ­­­თი შე­­ხედ­­­ვით აბ­­­სურ­­­დუ­­ლი. მკითხავთ – რა გინ­­­და? არც არა­­ფე­­რი. ამ რო­­მა­­ნის სტი­­ლი ჩე­­მი ცხოვ­­­რე­­ბი­­სას ჰგავს. უმიზ­­­ნო ვარ.
 
ლე­­გენ­­­და-­­­სიზ­­­მ­­­რე­­ბი. რა­­მეს მი­­ა­­ნიშ­­­ნებ, გა­­სა­­ღე­­ბი­­ა, სპე­­ცი­­ა­­ლუ­­რად ჩა­­ფიქ­­­რე­­ბუ­­ლი გა­­მო­­ნა­­გო­­ნი...
 
უნ­­­და ვა­­ღი­­ა­­რო, რომ მე არ მაქვს ფან­­­ტა­­ზი­­ა, ყვე­­ლა­­ფე­­რი რაც და­­მი­­წე­­რია – ან მი­­ნა­­ხავს, ან მო­­უ­­ყო­­ლი­­ათ ან დამ­­­სიზ­­­მ­­­რე­­ბი­­ა. ეს იყო აქაც.
 
და უც­­­ნა­­უ­­რი სიყ­­­ვა­­რუ­­ლი, რო­­მელ­­­ზეც წიგ­­­ნის და­­საწყის­­­ში­­ვე მიგ­­­ვა­­ნიშ­­­ნე...
 
ძა­­ლი­­ან მიყ­­­ვარს ფენ­­­ტე­­ზის ჟან­­­რი. ჰო­­და, ერ­­­თხე­­ლაც ურ­­­სუ­­ლა ლე გუ­­ი­­ნის „წყვდიადის მარ­­­ცხე­­ნა ხე­­ლი” წავიკითხე, წიგ­­­ნ­­­ში ადა­­მი­­ა­­ნე­­ბი პლა­­ნე­­ტა „ზამთარზე” ცხოვ­­­რო­­ბენ, სა­­კუ­­თა­­რი ცი­­ვი­­ლი­­ზა­­ცია აქვს. იქ კა­­ცე­­ბი და ქა­­ლე­­ბი კი არა, ადა­­მი­­ა­­ნე­­ბი ცხოვ­­­რო­­ბენ. თუ ერ­­­თ­­­მა­­ნე­­თი შე­­უყ­­­ვარ­­­დე­­ბათ, კა­­ცი და ქა­­ლი მე­­რე ხდე­­ბი­­ან, სურ­­­ვი­­ლი­­სა­­მებრ. უკ­­­ვირთ, დე­­და­­მი­­წი­­დან ჩა­­სუ­­ლი პერ­­­სო­­ნა­­ჟი სულ კა­­ცი რო­­გო­­რა­­ა. მეც ძა­­ლი­­ან მინ­­­დო­­და ორი ადა­­მი­­ა­­ნის თუნ­­­დაც უმი­­ზე­­ზო სიყ­­­ვა­­რუ­­ლის შე­­სა­­ხებ და­­მე­­წე­­რა და არა ქა­­ლის და მა­­მა­­კა­­ცის.

კომენტარები