არჩევნები 2020

ოხანაშვილი: ხალხს ფარად გადავეფარეთ, აბსურდია საარჩევნო მოსყიდვაზე საუბარი

თუ საკუთარი ხალხის ბედი არ გაღელვებს, პოლიტიკურად ყველაფრის მკადრებელი ხარ და ყველაფერს იტყვი. ეს იმ პოლიტიკოსების გასაგონად, რომლებიც ამბობენ, თითქოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური პაკეტი არის რაღაც პოლიტიკური მოსყიდვა. ასეთ პოლიტიკურ სისულელეს თუ გაიფიქრებენ თავში, ნუღარ იტყვიან მაინც, იმიტომ რომ ან კანონმდებლობაში ჩაიხედონ, ან ვინმეს ჰკითხონ აზრი და სამართლებრივი რჩევა და ეტყვიან, რომ აბსურდია საუბარი რაღაც საარჩევნო მოსყიდვასთან დაკავშირებით...

...ქართული ოცნების გუნდი არის ის ძალა, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში საზოგადოებას წინ ფარივით გადაეფარა, რათა მათ არ მიეღოთ დარტყმა და არ ყოფილიყო ეპიდაფეთქება. კრიზისულ სიტუაციაში, ყველაზე მნიშვნელოვნად ზარალდება ეკონომიკა და ამ ეკონომიკის პირობებში, თუ ხარ სოლიდური ძალა და თუ გსურს, რომ საზოგადოებამ იგრძნოს ხელისუფლების მხრიდან დაცულობა,  მან უნდა გააკეთოს ყველაფერი. ამიტომ ჩვენ, შეძლებისდაგვარად, იმ რესურსების ფარგლებში რაც შეგვეძლო,  გადავეფარეთ ხალხს ფარად.  ეს არის პასუხისმგებლობის მქონე ძალის უპირველესი მოვალეობა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პრემიერის გაცემულ დაპირებებზე, რომელიც სუბსიდიებსა და ფინანსურ დახმარებას ეხება.

კომენტარები