კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე ქართველების კარანტინზე: გლობალური საფრთხისას დისკრიმინაციული ზომები აუცილებელია

მე ამ საკითხის განხილვაში არ ვმონაწილეობდი, ეს ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია იყო მთავრობისათვის. თუმცა ვიტყოდი, რომ როდესაც გლობალური საფრთხე იქმნება, იქ რაღაც დისკრიმინაციული ზომების მიღება აუცილებელია. 

წარმოიდგინეთ, ჩამოდის ერთი თვითმფრინავით ქართველი და ფრანგი საქართველოში, თუ ქართველები არ გაივლიან კარანტინს, მეტი შანსი აქვს, უფრო ფართო სოციალური კავშირი ჰქონდეთ უფრო მეტ ადამიანთან, ვიდრე ჩამოსულ ტურისტს

რუსთავი 2-ის ცნობით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გურამ როგავას შაბათის რუბრიკაში მთავრობის ის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებისას, ყველა შემთხვევაში, სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, ხოლო გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს/მუდმივ რეზიდენტებს - არა.

კომენტარები