ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი ბოკერიაზე: ივანიშვილი შეხვედრას აღბეჭდავდა - ფირები ადრე თუ გვიან გამოვა

ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ვინც წყალს ასხამს და ვინც ჩუმად ხვდება, რაღაც გარიგებებებში მონაწილეობს. გიგა ბოკერიამ თავის პარტიაში მიიხედ-მოიხედოს და თვითონაც სარკეში ჩაიხედოს. შეჟღურტულებულები არიან ქართულ ოცნებასთან. დრო გამოავლენს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადება არის, მშვენივრად ჭუკჭუკებენ და ეს დადასტურდება კიდეც. 

თავის სამართლებელი არ მაქვს. ბიძინა ივანიშვილი ისეთი კაცი არის, რომ მსგავს შეხვედრებს აუცილებლად ფირზე აღბეჭდავს ხოლმე - ეს ფირები ადრე თუ გვიან გამოვა და ამას ყველაფერს ვიხილავთ. ამაში ვარ დარწმუნებული, რომ ასეთ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად ჩაწერს. 

ამბობს ალეკო ელისაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები