საქართველოს მთავრობა

გახარია: რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები, სახელმწიფო სამსახურში შემოსავალი გაკლდება

ქონებრივი დეკლარაცია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად და იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაც მეც გავყიდე, რაღაც ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. ახლა რა გინდათ, მოგიყვეთ ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?

დიახ, [2015 წლის შემდეგ გავღარიბდი], მე ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დეკლარაციასთან დაკავშირებულ კითხვაზე, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის შემდეგ მისი ქონება შემცირდა.

კომენტარები