საპენსიო ფონდი

კობახიძე ევრ. საქართველოს: საპენსიო ფონდს გაუფრთხილდით, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი

თქვენ რეალურად გაიმწარეთ ახალგაზრდობა. ჯერ ხელისუფლებაში იყავით ცხრა წელი და დაასრულეთ სრული ფიასკოთი და სრული კრახით...

... 2012 წლიდან მოყოლებული უკვე სხვა ფორმატში გაიმწარეთ ახალგაზრდობა. უკვე ექვსი არჩევნები მოგიგეთ იქიდან მოყოლებული და წელს მოგიგებთ ძალიან მწარედ მეშვიდე არჩევნებს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ნამდვილად გაიმწარეთ ეს ახალგაზრდობა და რატომ გირჩევთ ახლა საპენსიო ფონდის გაფრთხილებას - შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი.

ჩემო ევრონაცებო, ჩემო სამპროცენტიანებო, გისურვებთ ტკბილ პოლიტიკურ პენსიას 2020 წლის ოქტომბრიდან

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ საპენსიო ფონდთან დაკავშირებით ევროპულ საქართველოს მიმართა. ოპოზიციური პარტია ითხოვს, ხელისუფლებამ საპენსიო ფონდი შეაჩეროს და დაგროვილი თანხა მოქალაქეებს დაუბრუნოს.

კომენტარები