გახარია პარლამენტში

ბოკუჩავა გახარიას: კორუფცია საბჭოურია, მესმის, რომ თქვენთვის ეს გაგება ძალიან მშობლიურია

ძალიან მაინტერესებს, როდესაც ივანიშვილთან ადიხართ დავალებების მისაღებად, მასაც თუ ამადლით იქ მისვლას. ან თუ იგივე ლექსიკით ესაუბრებით, როგორი ლექსიკითაც გვესაუბრებით ჩვენ საპარლამენტო ტრიბუნიდან. "ქართულ-ჯიგრულ პონტზე" საუბრობთ და ასე ახასიათებთ კორუფციას, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა სჯის 3-დან 6-წლამდე პატიმრობით. ამას ახალისებთ თქვენ, ბატონო გიორგი, როდესაც დგახართ საპარლამენტო ტრიბუნაზე და ამ ტერმინოლოგიას იყენებთ. 

სინამდვილეში, არაფერი ქართული კორუფციაში არ არის - კორუფცია რუსული და საბჭოური ფენომენია და მესმის, რომ თქვენთვის ძალიან მშობლიურია ის კულტურა და გაგება, "პანიაწიე", თქვენთვის უფრო მშობლიური ენით რომ ვთქვათ. მაგრამ, ქართული არაფერია კორუფციაში

ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა, პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართავს. "რა კორუფცია, ხალხო, შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაცა, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ" - ასე უპასუხა გახარიამ 27 მაისს პარლამენტში კორუფციაზე დასმულ კითხვას.

კომენტარები