გიორგი გახარია პარლამენტში

ბოკერია გახარიას: ხატზე გაქვთ დაფიცებული, რომ თქვენ უფრო ბრძენები ხართ, როგორც ცუდი ძიძები

ასეთი გასაჭირი რომ დაატყდა თავს ქვეყანას, ყველას. თქვენ გამო არა, ეპიდემიის გამო, თქვენ მერე დაამატეთ მავნებლური ნაბიჯები, როცა გაუაზრებლად დახურეთ ეკონომიკა და დააგვიანეთ გახსნა და ახლა გადასახადებს არ ამცირებთ. ამ დროს არ უნდა შეუმსუბუქოთ ტვირთი ხალხს? რატომ არ გინდათ, რომ შეუმსუბუქოთ და მეტი ფული დაუტოვოთ? თქვენ რატომ გგონიათ, რომ უკეთ იცით, რაზე უნდა დაიხარჯოს ბიზნესში ფული, ვიდრე საბაზრო ეკონომიკამ და ყველა მოქალაქემ?

მეფრინველეობა რომ გამოყავით და იმას არ ეხმარებით, რა ლოგიკით გაქვთ ეს ყველაფერი? თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ეკონომიკაში ცალ-ცალკე არსებობს სფეროები, ყველა ადამიანი არის ურთიერთდაკავშირებული, ერთ სფეროს თუ ცუდად წაუვიდა საქმე, ეს ყველაზე გადადის შემდეგ.

უმარტივესი და ყველაზე სამართლიანი გზა არის გადასახადების დაწევა, მაგრამ დაფიცებული გაქვთ ხატზე მე მგონი, რომ თქვენ უფრო ბრძენები ხართ, როგორც ცუდი ძიძები და ხალხს ეუბნებით, რომ თქვენზე უკეთ ჩვენ დავხარჯავთ თქვენს ფულს, ასეთ გასაჭირშიც კი

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია პრემიერს მიმართავს. პარტია გადასახადების დაწევას კიდევ ერთხელ ითხოვს.

კომენტარები