გიორგი გახარიას გამოსვლა

ჭიაბერაშვილი: რას ვეუბნებით სიღარიბეში მყოფ ბავშვებს, რომელთა მდგომარეობა უფრო გართულდება

გუშინწინ თქვენ რომ ლაპარაკობდით ბატონო გიორგი, ლაითმოტივი თქვენი გამოსვლის იყო ის, რომ ჩვენ არ გვქონდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის იმედი და ამიტომ უფრო მეტად ჩავკეტეთ ქვეყანა, ანუ მეტი ზიანი - მრავალმილიარდიანი ზიანი მივიღეთ ეკონომიკურად და გაღარიბდნენ მოქალაქეები ზუსტად იმიტომ, რომ არ გვქონდა ჯანდაცვის და ჰოსპიტალური სექტორის იმედი. ეს იყო თქვენი გამოსვლის ლაითმოტივი.

13 მაისს, ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნდა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მოდელირების შედეგები, რომლის მიხედვითაც მომდევნო 6 თვის განმავლობაში, საკვების მიწოდების, ჯანდაცვის და სოციალური სერვისების ჯაჭვების ჩაწყდომის გამო მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში 1 200 000 ბავშვი დაიღუპება. რა თქმა უნდა, უდიდესი ნაწილი ინდოეთზე, ნიგერიაზე ან ბრაზილიაზე მოვა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეკითხებით: რას ვეუბნებით ბავშვებს, რომლებიც საქართველოში უკვე იყვნენ სიღარიბეში და დღეს კიდევ უფრო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან

"ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, კითხვით მიმართა გიორგი გახარიას, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს პასუხობს.

კომენტარები