გახარია პარლამენტში

ბოკუჩავა გახარიას: ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს პრემიერმინისტრად არ იმსახურებს

ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალატს პრემიერმინისტრად არ იმსახურებს. ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის, დროშის, გერბის მიმართ კი არაა, არამედ იმ ქვეყნის მიმართაა, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა საქართველოში და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა. ამის გაპროტესტებითვის კი თქვენი დაგეგმილი სისხლიანი გეგმით დაასახიჩრა უამრავი ადამიანი - ვთვლი, რომ ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდები... თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ თვალთხარია-გახარიას სახელს და იმ მისამღერს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს, ვერასდროს დაავიწყებთ ახალგაზრდებს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიმართა და 20 ივნისის მოვლენები შეახსენა.

კომენტარები