გიორგი გახარია პარლამენტში

გოცირიძე გახარიას: არაფერი თავმოსაწონი თქვენი გუშინწინდელი გამოსვლიდან არ იყო

2 დღის წინ მოვისმინეთ პრემიერმინისტრის 11-საათიანი მოხსენება. აქიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი ზუსტი, დამაიმედებელი პასუხი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ მოქალაქეებს რაიმე სახის სიმშვიდეს ან დახმარებას მოუტანდა.

იცოდით, რომ ინტერპელაციით მოდიოდით 29-ში. თავად გადაწყვიტეთ, 2 დღით ადრე გამოცხადებულიყავით პარლამენტში და ფიქრობდით რომ 2-ჯერ მოსვლით იქნებოდით თავმოსაწონი ჩვენი მოქალაქეებისთვის. მგონი, მესამედ მოსვლასაც აპირებთ ივნისში. არაფერი თავმოსაწონი თქვენი გუშინწინდელი გამოსვლიდან არ იყო.

ჩვენ დავინახეთ ერთი რამ, რომ საქართველოს მთავრობა არის ერთადერთი მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში არ გაუწია საკუთარ მოქალაქეებს არც ერთი თეთრი ფინანსური დახმარება. ასეთი რამ არ მომხდარა არც ჩვენ სამეზობლოში და არსად მსოფლიოში. სახლში გამოკეტილი ხალხი, ყოველგვარი შემოსავლისგან დარჩენილი ადამიანები, ფაქტობრივად, შიმშილისთვის გასწირეთ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს, რომელიც პარლამენტი ინტერპელაციის წესით მივიდა და საპარლამენტო ოპოზიციის შეკითხვებს უპასუხებს. გიორგი გახარია 27 მაისსაც იყო პარლამენტში მისული.

კომენტარები