ბიძინა ივანიშვილი

უსუფაშვილი: ივანიშვილი ჩემთვის დღეს გაცილებით უფრო მაღალი და აღმატებულია

პირადად ჩემი მოსაზრება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე დღეს არის გაცილებით უფრო მაღალი და აღმატებული, ვიდრე ეს იყო ოთხი წლის წინ. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ოთხი წლის წინ მე მას არ ვიცნობდი, შემდეგ გავიცანი, მაგრამ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ შემდგომმა წლებმა, შემდგომმა ურთიერთობამ მე მეტად დამარწმუნა იმაში, რომ ის თითქოსდა დაუჯერებელი ამბები, რასაც ეს კაცი ამბობდა და ქართული პოლიტიკისთვის და ქართული საზოგადოებისთვის იყო წარმოუდგენელი და იყო სხვა სამყაროდან, თუ რატომ შეიძლება ადამიანს უნდოდეს, ვთქვათ, ამდენის გაღება საზოგადოებისთვის. გუშინ თუ გუშინწინ იყო კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი. ან პოლიტიკაში მოსვლა რატომ უნდა უნდოდეს, თუ პოლიტიკაში არ დარჩება და ხელისუფლებაში არ დარჩება? და ა.შ. უამრავი ასეთი კითხვა იყო, რომელზეც პასუხების გაცემა ან გაცემული პასუხების დაჯერება ჭირდა, იმდენად არაორდინალური, მოულოდნელი და უპრეცედენტო იყო. მე დავრწმუნდი არა მხოლოდ მის შესაძლებლობებში არამედ მის გულწრფელობაში და დავრწმუნდი იმაში, რომ რასაც ის აკეთებდა, მას ეს უნდოდა, ზუსტად ასე უნდოდა და უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. წასვლაც უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ და მე ვიცი, რომ ის საკმაოდ განიცდიდა იმ ამბავს, რომ როდესაც პრემიერმინისტრობიდან წავიდა, მაინც მოუხდა და მოუწია საჯარო საკითხებში იმაზე მეტად აქტიურობა, გამოჩენა, კომენტირება, ვიდრე მას ეს სურდა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილზე.

კომენტარები