მავთულხლართები

რასმუსენი რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

NATO-ს გენერალური მდივანი რუსეთს საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებს. ანდერს ფოგ რასმუსენმა საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა უწოდა რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების მონტაჟთან დაკავშირებით. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, რასმუსენი სოფელ დვანსა და დიცში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

"ჩვენ საკმაოდ მკაფიო პოზიცია გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით - მოვითხოვთ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას. ვაგრძელებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკას და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები", - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

კომენტარები