ავარია ანანურთან

ანანურთან ტრაილერი სავაჭრო ჯიხურებში შევარდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი

ანანურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარი ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ანანურთან მდებარე სავაჭრო ჯიხურებში შევარდა, რის შედეგადაც სატვირთო მანქანა ამობრუნდა. გარდაცვლილია ტრაილერის მძღოლი და ერთი ქალი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები