არჩევნები 2020

ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას გამყრელიძე და იმნაძეც ესწრებიან

საზოგადოებრივი მაუწყებელი

კოჯორში, "ბიოლის" კომპლექსში, სადაც ქართული ოცნება რამდენიმე წუთში მაჟორიტარ კანდიდატებს დაასახელებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე, პაატა იმნაძეც იმყოფებიან.

მმართველმა გუნდმა არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია გუშინ, 19 ივლისს დაამტკიცა. 14 ივლისს, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე დაინიშნა.

ოპოზიციამ თბილისის ექვს რეგიონში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, მანდატები კი ასე გადანაწილდება: 120 მანდატი - პროპორციული სიით, 30 მანდატი - მაჟორიტარულით.

ფოტოებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები