No Time To Die

ახალი ფოტოები ჯეიმს ბონდის გადასაღები მოედნიდან

Deadline

რეჟისორი კერი ფუკუნაგა ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე ეკრანიზაციაზე მუშაობს. ფილმში – No Time To Die ბრიტანული სპეცსამსახურების სუპერაგენტის როლს კვლავ დენიელ კრეიგი ასრულებს. ქსელში გადასაღები მოედნიდან ორი ფოტო გავრცელდა.

ერთ-ერთ ფოტოზე კრეიგის გარდა, რეიფ ფაინსი ჩანს. მომავალ სურათში ბოროტმოქმედის როლს ოსკაროსანი რამი მალეკი შეასრულებს.

თავდაპირველად, ფილმის პრემიერა 9 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო No Time To Die მიმდინარე წლის 19 ნოემბერს გამოვა.

 

კომენტარები