კორონავირუსი საქართველოში

ჭიაბერაშვილი შეზღუდვების გახანგრძლივებაზე: ეს არის დემოკრატიული ნორმების მოშლა

facebook/zurab tchiaberashvili

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 1 იანვრამდე გახანგრძლივება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე "ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლაა". 

ამ დროისთვის მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და, შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე შეზღუდვების დაწესება მხოლოდ 15 ივლისამდე შეუძლია. 

"ეს არის ყველანაირი დემოკრატიული ნორმის მოშლა. ეს არის ანტიკონსტიტუციური და, რაც ყველაზე მთავარია, მათ არ უნდათ, რომ მოქალაქეებისთვის გაიმეტონ ის აუცილებელი სახსრები, რაც დღევანდელ კრიზისში მოქალაქეებს სჭირდებათ. მათ უნდათ, რომ პარლამენტის გვერდით ავლით აკეთონ ის, რაც ბიძინა ივანიშვილს მოესურვება". – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

შეზღუდვების 1 იანვრამდე გახანგრძლივების კანონპროექტს კენჭი დღეს, რიგგარეშე პლენარულ სესიაზე უნდა უყარონ. განხილვას ოპოზიციური პარტიები, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დაესწრებიან. 

ჯანდაცვის კომიტეტმა ცვლილებებს მხარი უკვე დაუჭირა. 

კომენტარები