კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 4 ახალი შემთხვევა შემოტანილია, ყველა მათგანი სატვირთოს მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია. 

ეზუგბაიას ინფორმაციით, ოთხივე ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია.   

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს. ეზუგბაიას თქმით, გუშინ კლინიკაში COVID-19-ისგან 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

დღეს, 14 ივლისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 999 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 870 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

კომენტარები