ახალი კორონავირუსი აშშ-ში

კალიფორნია COVID-19-ის საწინააღმდეგო ზომებს ამკაცრებს

GETTY IMAGES

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის საპასუხოდ კალიფორნის შტატმა ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვები ხელახლა შემოიღო.

გუბერნატორ გევინ ნიუსომის ბრძანებით დაიხურა რესტორნებისა და ბარების შიდა სივრცე, ზოოპარკები, მუზეუმები, გასართობი ცენტრები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები. 

შტატის იმ რეგიონებში, სადაც ინფექცია განსაკუთრებული სისწრაფით გავრცელდა, დაიხურა ეკლესიები, სავარჯიშო დარბაზები და სილამაზის სალონები.

მაისსა და ივნისში კალიფორნის შტატში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. გაიხსნა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.

შეზღუდვების ხელახალი შემოღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში COVID-19-ზე ტესტირების დროს ინფექცია 20%-ით მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

კალიფორნიის შტატში ახალი კორონავირუსის 330 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. ვირუსს 7000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კალიფორნიის გარდა, ეპიდმდგომარეობა გართულებულია ფლორიდაში, არიზონასა და ტეხასშიც. ამჟამად ეს შტატები ქვეყანაში ვირუსის ეპიცენტრებია.

მთლიანობაში აშშ-ში ახალი კორონავირუსის 3.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 138 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 1.5 მილიონზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები