ნაია რივერა

მსახიობ ნაია რივერას ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ, პირუს ტბაში იპოვეს

TMZ

მსახიობისა და მომღერალის ნაია რივერას ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ პირუს ტბაში იპოვეს.  

9 ივლისს, რივერამ ოთხი წლის შვილთან, ჯოზისთან ერთად კალიფორნიაში, პირუს ტბაში დაქირავებული ნავით შეცურა. მოგვიანებით, მაშველებმა ნავში მხოლოდ ჯოზი იპოვეს. ბავშვის თქმით, ისინი ნავიდან ტბაში საცურაოდ ჩავიდნენ, უკან ამოსვლისას დედა გაუჩინარდა.

ნაია სერიალ Glee-ს სუპერვარსკვლავი იყო. მან ჰილარი უინსტონის როლი შეასრულა ფილმ "სამეფო ოჯახში" სულ რაღაც, 4 წლის ასაკში. ის ნომინირებული იყო, როგორც ყველაზე ახალგაზრდა არტისტი. 

კომენტარები