ტოივო ენუსი

Skype-ს თანადამფუძნებელი ტოივო ენუსი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა

https://estonianworld.com/

ესტონელი IT ინჟინერი, გლობალური სატელეკომუნიკაციო აპლიკაციის Skype-ის თანადამფუძნებელი, ტოივო ენუსი 12 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ცოლმა გაავრცელა. 

"მინდა უდიდესი მწუხარებით გაცნობოთ, რომ 12 ივლისს ჩვენი საყვარელი მამა, ქმარი, ინვესტორი და მეწარმე, ტოივო ენუსი მოულოდნელმა ავადმყოფობამ იმსხვერპლა". – უთხრა პრესის წარმომადგენლებს ენუსის ქვრივმა დღეს, 13 ივლისს. მისივე თქმით, დაკრძალვას მხოლოდ ოჯახი და უახლოესი გარემოცვის წევრები დაესწრებიან. 

სკაიპი 2003 წელს ესტონეთში ორი სკანდინავიელი მეწარმისა და ოთხი ესტონელი დეველოპერის მიერ შეიქმნა. ენუსი უდიდეს როლს ასრულებდა ტალინში აპლიკაციის პირველი ოფისის მართვაში.

ენუსმა ინვესტიცია მსოფლიოს მრავალ კომპანიაშიც ჩადო და ის აქტიურად მუშაობდა სინგაპურშიც. 

2010 წელს ესტონეთის პრეზიდენტმა მას თეთრი ვარსკვლავი, მეხუთე კლასის ორდენი გადასცა.

კომენტარები