დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 9 აბიტურიენტი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთან ერთად ერთ საგამოცდო სივრცეში იმყოფებოდა, კარანტინში გადაიყვანეს, თუმცა მათ გამოცდების ჩაბარების საშუალება აქვთ.
გამყრელიძის ინფორმაციით, 9 აბიტურიენტს და 3 ზედამხედველს ტესტირება ჩაუტარდათ და კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.
"9 აბიტურიენტს მიეცათ საშუალება, გასულიყვნენ მეორე გამოცდაზე. ყველა მათგანი კარანტინშია და ორგანიზებულად ხდება ტესტირების შემდგომ მათი გამოცდაზე გასვლა, რომ არ გაუცდეთ წელიწადი". – ამბობს გამყრელიძე.
აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისს დაიწყო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აბიტურიენტთა გამოცდებზე დაშვების პირობები, ცენტრის პერსონალის ვალდებულებები და გამოცდაზე ქცევის წესები - წაიკითხეთ აქ.