დაპირისპირება ლეჩხუმში

ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრსა და ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა

ლეჩხუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრ ოთარ სირაძესა და ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ახალგაზრდა მწვანეების წევრი, მარიამ ვაცაძე ავრცელებს. 

"დღეს, მწვანეები ვიყავით ონში ჰესების საწინააღმდეგო აქციაზე. ამ აქციაზე ასევე იყოფებოდა 2005-2008 წლებში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი, ოთარ სირაძე. აქციაზე ახალგაზრდა მწვანეებმა გავაპროტესტეთ პარტიების აქციაზე გამოჩენა. როდესაც სახლში მივდიოდით, ეს ადამიანი და მისი ძმა მანქანით მოგვიახლოვდნენ, გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ. მალევე გადმოვიდნენ მანქანიდან და ნიკოლოზ ბაქრაძეს თავს დაესხნენ, რაც ამ ვიდეოშიც ჩანს. თავდასხმა გაგრძელდა ვიდეოს მიღმაც.

იურისტებს და ჟურნალისტებს დავუკავშირდით უკვე. ნიკოლოზი ახლა კარგადაა", - წერს ვაცაძე.  

ტაბულა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხს ელოდება, მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები