სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილმა რაჩხის ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ვენახები მოინახულა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ლეჩხუმში რაჩხის ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ჯიშის ვაზისაგან გაშენენებული ვენახები მოინახულა. 

"სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე ესტუმრა სოფელ ოყურეშს და ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში, ენდემური ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახი და მანაგაძეების მარანი მოინახულა, სადაც უსახელოურის ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს ამზადებენ", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა. მანამდე ზურაბიშვილმა "ქაჯეთის ციხე" მოინახულა

კომენტარები