უბედური შემთხვევა

მე-6 სართულიდან გადმოვარდნილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა - მისი მდგომარეობა მძიმეა

დიღომში მე-6 სართულიდან გადმოვარდნილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"უკიდურესად მძიმეა. ოპერაცია დასრულდა. ბავშვი არის მართვით სუნთქვაზე", - უთხრეს ტაბულას ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში.  

3 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გუშინ, 3 ივლისს გადმოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან დაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები