ეკონომიკა

10 პროდუქტი, რომელიც ივნისში ყველაზე მეტად გაძვირდა

Reuters

საქსტატის ინფორმაციით, გასულ თვეში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6.1%-ს გაუტოლდა, საბაზო ინფლაცია კი 6.6%-ს. 

უწყების ინფორმაციით, თვიურ გამოსახვაში ფასები უმეტეს სასაქონლო ჯგუფებში შემცირებულია, ხოლო ზრდა ძირითადად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში გაძვირებას უკავშირდება. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს აქ ყველაზე მეტად ფასები სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში გაიზარდა - 13.5-ით.

7.5%-ით გაიზარდა ფასების ჯანდაცვის ჯგუფში, ხოლო ტრანსპორტის მომსახურების ფასები 8.6%-ით არის მომატებული. ცალკეული პროდუქციის მიხედვით, ფასების მატება შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • ხილი — 46.5%;
  • რძე, ყველი, კვერცხი — 17.2%;
  • თევზეული — 15.8%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები — 13.1%;
  • შაქარი, ჯემი, ტკბილეული — 12.6%;
  • პური და პურპროდუქტები — 10%;
  • ყავა, ჩაი, კაკაო — 14.8%;
  • მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელები — 9.3%;
  • ჯანდაცვა — 7.5%;
  • ტრანსპორტი — 8.6%;

კომენტარები