საპროტესტო აქცია რუისში

რუისელებმა სარწყავი წყლის მოთხოვნით აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს

Goga APTSIAURI

დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობამ სარწყავი წყლის მოთხოვნით ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. აქცია სოფლის ცენტრში დაიწყო, შემდეგ კი ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე გადაინაცვლა.

ადგილობრივები მოითხოვენ ტაშისკარის არხის სარწყავ წყალს, რომელიც ორი კვირაა, რაც აღარ მოედინება. მოსახლეობა შიშობს, რომ მოსავალი გაუფუჭდება.

ადგილზე ჩავიდნენ მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები და ქარელის საკრებულოს წევრები, რომლებსაც მოსახლეობა უყურადღებობაში ადანაშაულებს. უწყებამ მოსახლეობას განუმარტა, რომ ტაშისკარის მაგისტრალური არხიდან წყალი სოფელს გრაფიკით მხოლოდ ღამის საათებში მიეწოდება.

მოსახლეობის თქმით, მათ ამ გრაფიკით მოწოდებული წყალი არ ჰყოფნით და ბოლო ორი კვირაა წყალი არც ღამის საათებში აქვთ.

კომენტარები