კასპი

კასპში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს - გამოძიება დედის მიერ ახალშობილის მკვლელობის მუხლით დაიწყო

flickr

კასპში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.  

არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა, გარდაცვლილი ჩვილი კი საპირფარეშოში იპოვეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები