კორონავირუსი საქართველოში

NCDC: გარდაცვლილი პაციენტი 82 წლის კაცია, რომელიც მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა

საქართველოში კორონავირუსით მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 82 წლის კაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ერთერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა. 

"მძიმე პაციენტი იყო თავიდანვე, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით. უკანასკნელი ორი კვირა იყო ხელოვნურ ვენტილიაციაზე".– აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. 

28 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 924 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 785 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები