პრეპარატი პლაქვენილი

ცერცვაძე: COVID-19-ის მკურნალობისთვის პლაქვენილი ნაციონალურ პროტოკოლში დავაბრუნეთ

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, COVID-19-ის მქონე პაციენტების მკურნალობის ნაციონალურ პროტოკოლში მედიკამენტი პლაქვენილი დააბრუნეს. 

"მოკლედ, მარკ ტვენის ცნობილი ფრაზის პერიფრაზით - "ცნობა პლაქვენილის გარდაცვალების შესახებ ცოტა ნაადრევი გამოდგა", - ამბობს ცერცვაძე.  

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "სოლიდარობის კვლევების" დროს მედიკამენტი პლაქვენილის ტესტირება კვლევაში დააბრუნა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამედიცინო ჟურნალმა "ლანცეტმა" უკან გაიწვია სტატია, რომელშიც პლაქვენილით პაციენტების მკურნალობის რისკებზე იყო საუბარი. ჯანდაცვის ორგანიზაციამ პლაქვენილის პროტოკოლიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება 25 მაისს, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო.  

"ყველა დონეზე დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოში პლაქვენილს წარმატებით ვიყენებდით სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა", - წერია ცერცვაძის განცხადებაში.

კომენტარები