ტურიზმი

გახარიამ დაასახელა ქვეყნები, საიდანაც შესაძლოა, საქართველომ პირველი ტურისტები მიიღოს

გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, იმერეთში ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაასახელა ქვეყნები, "საიდანაც გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ".

გახარიას თქმით, "ეს არის ისრაელი, ეს არის შემდგომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია და მერე უკვე მივყვებით".

პრემიერმინისტრის თანახმად, მთავრობის ამოცანაა, ეპიდემიოლოგიური ვითარების კუთხით არსებული პროგრესი "გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგში და კონკრეტული ეკონომიკური შედეგი არის ჩამოსული ტურისტების რაოდენობა".

საქართველო უცხოელ ტურისტებს პირველი ივლისიდან მიიღებს.

კომენტარები