დაინფიცირებული მედიკოსები

გამყრელიძე: 9 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო, შესაძლოა, სამედიცინო სფეროდან იყოს

საავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის 30 მაისს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 9 არის ე.წ საბურთალოს კლასტერი.

გამყრელიძე ამბობს, რომ ამ კლასტერში სულ 11 დაინფიცირებულია გამოვლენილი. ორი გამოვლინდა 28 მაისს, ხო 9 - დღეს, 30 მაისს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, საუბარია სულ 50 კონტაქტზე. გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ მათი დაინფიცირების წყარო სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო. 

"დიახ, არის ჩემი კოლეგა, სამედიცინო მუშაკი, ყველაზე დაზიანებული კლასტერი ყოველთვის გახლავთ სამედიცინო მუშაკები, მთელს მსოფლიოში კოვიდთან ბრძოლაში. საქართველოშიც დაინფიცირდნენ სამედიცინო მუშაკები, ეს არის დაახლოებით 13%", - ამბობს გამყრელიძე.

30 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 757 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 600, გარდაიცვალა 12 ადამიანი.

დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 29 მაისს 8-ით მოიმატა, ხოლო 30 მაისს 11-ით. საქართველოში ამ დროისათვის 145 აქტიური შემთხვევაა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს გაუქმდა. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პირველი ივნისიდან იხსნება მაღაზიები და ღია ტიპის რესტორნები. 8 ივნისიდან კი ყველა ტიპის რესტორანი და სასტუმროები.

 

კომენტარები