აფეთქება თურქეთში

თურქეთში, ერთერთ საწარმოში მომხდარი აფეთქების შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში, ერთერთ საწარმოში მომხდარი აფეთქების შედეგად, საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილი შუა ხნის კაცია.

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ "საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ახლობლებთან და ცხედარს ექსპერტიზა უტარდება".

აფეთქებას სულ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

აფეთქება სტამბოლთან ახლოს ტანსაცმლის საწარმოში მოხდა.

კომენტარები