Chromatica

ლედი გაგას ახალი ალბომი CHROMATICA გამოვიდა

Popcrush

ამერიკელი მომღერლის ლედი გაგას ახალი ალბომი Chromatica გამოვიდა.

ალბომის პრემიერა მიმდინარე წლის 10 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

Chromatica 16 კომპოზიციისგან შედგება. გაგას გარდა ახალ, რიგით მეექვსე, სტუდიური ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა ელტონ ჯონმა და არიანა გრანდემ მიიღეს.

მარტში მომღერალმა ალბომის პირველი სინგლი Stupid Love გამოუშვა, ხოლო ერთი კვირის წინ გაგას და გრანდეს ერთობლივი კომპოზიცია Rain On Me გამოვიდა. 

კომენტარები