მარტინ სკორსეზე

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი სტრიმინგ სერვისზე APPLE+ გამოვა

Happy Mag

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი Killers of the Flower Moon სტრიმინგ სერვისზე Apple+ გამოვა. პროექტისთვის საწყის ეტაპზე Netflix-იც იბრძოდა. 

ახალი ფილმი რეალურ ამბავზე დაწერილ დევიდ გრანის იგივე სახელწოდების წიგნს ეფუძნება. სიუჟეტი ოკლაჰომაში, 1920-იან წლებში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ ინდიელების რამდენიმე მკვლელობის გარშემო განვითარდება.

მთავარ როლებზე სკორსეზემ ლეონარდო დიკაპრიო და რობერტ დე ნირო დაამტკიცა. გადაღებები 2020 წლის მარტში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

 

კომენტარები