საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს ახარებს მეგობარი საქართველოს მიღწევები

reuters

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა და წერილი გაავრცელა.

"მთელი გულით გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობრულ ხალხს ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს.

100 წელიწადზე მეტის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებით ქართველმა ხალხმა გამოხატა მტკიცე ნება სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების. დღესაც, საქართველო იცავს იმ ღირებულებებს, რომლებიც მე-20 საუკუნიის დასაწყისში გააცხადა და აგრძელებს თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას.

სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობა მრავალსაუკუნოვან ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზეა დაფუძნებული, რასაც კარგად აჩვენებს ამ ქვეყნებს შორის მიმდინარე მაღალი დონის დიმპლომატიური დიალოგი.

დარწმუნებულები იყავით, რომ სომხეთს ახარებს მეგობარი საქართველოს მიღწევები. საქართველოს სანდო მეგობარი და მეზობელი ჰყავს სომხეთის რესპუბლიკის სახით.

ბატონო პრემიერმინისტრო, ძალიან ვაფასებ Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ჩვენი ორი მთავრობის ეფექტურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით ორ ქვეყანას შორის სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებელ მოძრაობასა და სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ყველაფრის გადალახვას.

ვისარგებლებ შემთხვევით და გისურვებთ ყველანაირ წარმატებას თქვენს პოზიციაზე, ასევე მოძმე ქართველ ხალხს ჯანმრთელობასა და გამძლეობას ვუსურვებ", - წერს ნიკოლ ფაშინიანი.

კომენტარები