13 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება, თელასი მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ოთხი ათასი მესხის ქუჩის მაცხოვრებლებს.
15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ფერმწერთა დასახლების, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის და ვაგან მამასახლისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელაანის შესახვევის და ჯორჯ ბუშის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში.