ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ოზურგეთში, შემოქმედსა და მაკვანეთში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა.
"თანამედროვე ოფისების, მაღაზიების ვიტრინების და ინტერაქტიული ეკრანების პარალელურად, რჩება სამყარო, რომელშიც სახურავიდან წვიმა ჩამოდის,"- წერს უმრავლესობის წევრი.
მსგავსი შინაარსის Facebook პოსტი პირველი შემთხვევა არ არის არჩილ თალაკვაძის მხრიდან. ერთი კვირის წინ, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გზად ადამიანებს დაეხმარა.
დღის ფოტო
არჩილ თალაკვაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ შეჭირვებული ოჯახები მოინახულა
![](https://api.tabula.ge/files/styles/original/public/photos/2017/12/24852353_10155848471757317_7063370496241678957_n.jpeg?itok=YohmorbA)
Fb.com/ Archil Talakvadze