ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ელდარ (ლუკა) კურტანიძე დააკავეს - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, კურტანიძე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 381-ე პრიმა მუხლებით, რაც ოჯახში ძალადობას და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.
ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ელდარ კურტანიძემ მის ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს სცემა.




![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)
