რუსული კანონი

ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო – რესტორან ბუშმალას მფლობელი

რესტორან ბუშმალას მფლობელი და შეფი, ნოდარ ტურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციამ ბუშმალაში მიაკითხა და ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით წაიყვანა.

"ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო". - წერს ტურაშვილი.

ჯერჯერობით უცნობია, სად წაიყვანა ტურაშვილი პოლიციამ. დეტალების გასარკვევად ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე, მასალა განახლდება.

კომენტარები