რუსული კანონი

ბოკერია: ყველას ვალია, ხვალინდელ შეკრებაში მონაწილეობა მივიღოთ

ეს პროცესი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს მომავლისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა მიყავთ აქტივისტებს, სამოქალაქო ჯგუფებს და პირველ რიგში ახალგაზრდების ჯგუფს. ამ ჯგუფებმა გამოაცხადეს ხვალინდელი დღე დიდი შეკრების დღედ. ამიტომ, ყველა ჩვენთაგანის, განსაკუთრებით, პოლიტიკოსების ვალია, ამაში მონაწილეობა მივიღოთ და ამ მოწოდებას გავყვეთ. რაც მთავარია, ამასთან ერთად მზად უნდა ვიყოთ განგრძობადი და მზარდი პროტესტისთვის მთელ საზოგადოებასთან ერთად. ამ პროტესტმა უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი ისე, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. 11 მაისს პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. 

კომენტარები