რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსი გაათავისუფლა

Eugen Kotenko / Ukrinform/Future Publishing via Getty Image

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფოს დაცვის სამმართველოს (УДО) უფროსი, სერჰიი რუდი თანამდებობიდან გაათავისუფლა

პრეზიდენტის განკარგულებაში გადაწყვეტილების მიზეზი არ წერია. ზელენსკიმ ბრძანება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მიერ მისი მკვლელობის გეგმის გამოაშკარავების შემდეგ გასცა. 

მანამდე, СБУ აცხადებდა, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) გეგმა გამოააშკარავეს, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკისა და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციას ითვალისწინებდა.

გამოძიების ფარგლებში უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს (УГО) 2 თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც რუსულ მხარეს ინფორმაციას აწვდიდნენ. 

კომენტარები