რუსული კანონი

TV პირველთან მანქანებში ნიღბიანი პირები ჩასაფრებას აწყობდნენ, არ მოსულა პოლიცია – მელაძე

ტვ პირველი

გასულ ღამეს ტელეკომპანია პირველის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელევიზიის თანამშრომლებმა შენიშნეს ორი მანქანა, რომელშიც, მათი თქმით, ნიღბიანი პირები ისხდნენ და ჩასაფრებას აწყობდნენ.

როგორც არხის საინფორმაციო განყოფილების დირექტორი ნოდარ მელაძე ამბობს, გამოძახებაზე არ მივიდნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები - "5 გამოძახებიდან 5-ივე დააიგნორეს". 

"ნიღბიანი პირები ორი ჯიპით, რომელსაც არ ჰქონდა სახელწმიფო ნომრები და იმყოფებოდნენ საეჭვო ტრანზიტულ ნომრებზე, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ ჩასაფრებულები. ახორციელებდენ ადევნებას და წარმოადგენდნენ მყისიერ საფრთხეს ჩვენთვის. 

მყისიერი საფრთხე ვის უნდა გაენეიტრალებინა? - საპატრულო პოლიციას ან კრიმინალურ პოლიციას. არცერთი გამოძახებაზე არ მოვიდა. 5 გამოძახებიდან 5-ივე დააიგნორეს. ამით გომელაური ეუბნება მედიას, მოქალაქეს, ჟურნალისტს, რომ თუ შენზე თავდასხმისთვის ვინმე მოვა და დარეკავ პოლიციაში, მე შენთან არ მოვალ. ეს იმას ნიშნავს, რომ გომალაურიც არის ისეთივე ტერორისტული დაჯგუფების მეთაური, რომელიც დღეს მოაგზავნეს ტვ პირველთან. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება მინიმუმ თანამდებობრივი გულგრილობის" - ამბობს მელაძე. 

კომენტარები