რუსული კანონი

9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ 11 მოქალაქე დააკავა

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გუშინ, 9 მაისის ღამეს პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე 11 ადამიანი დააკავა, მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

ტაბულა დაუკავშირდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტს, მათი ინფორმაციით დაკავებულთა შორის არიან გუგა მიქებერიძე და ზურა ეგეტაშვილი, რომლებიც ამ დრომდე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულია ასევე ვატო ბჟალავა, რომელიც ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. 

გუშინ პოლიციამ რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შემდეგ, სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა, მის სახლთან იყვნენ შეკრებილი მოქალაქეები, რომლებმაც დაკავების შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს. 

ჭავავაძის გამზირზე უჩა აბაშიძის სახლიდან მომავალი დემონსტრანტები, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს შეხვდნენ და მათთან ერთად, პარლამენტისკენ მსვლელობით წავიდნენ. სწორედ ჭავჭავაძეზე დაიწო პოლიციამ დაკავებები. 

კომენტარები