რუსული კანონი

ჩემს ძმას ფიზიკურად გაუსწორდნენ, საავადმყოფოში გადაიყვანენ, სავარაუდოდ – ზურა ჯაფარიძე

გია ჯაფარიძე

"ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ" - ინფორმაციას პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

გია ჯაფარიძე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

იქამდე, დღეს საღამოს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძესაც დაესხნენ თავს.

ამის შესახებ ინფორმაციას, ჯგუფ დაიტოვე-ში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გვანცა პერტია ავრცელებს. 

"ჩვენს მეგობარს, ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, დღეს თავს დაესხა 3 ნაძირალა. ცემეს, ტუჩი გაუხეთქეს და გაიქცნენ.

სანამ მივიდოდნენ, დაურეკეს ტელეფონზე, 15 წამი ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ ზუსტ ლოკაციაზე". - წერია პოსტში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსაც სცემეს. ჩიქოვანის თქმით, თავდასხმის დროს სოლოლაკში, საკუთარ სახლთან მარტო იყო. ის ამ წუთებში ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.

"არ შეგვეშინდეს, ვერ მოგვერევიან, ესენი არიან ლაჩრები, ესენი არიან მშიშრები, ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ, ეს არის რუსული მეთოდები" - თქვა ჩიქოვანმა TV პირველთან.

აღსანიშნავია, რომ 2 კვირის წინ წინ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიმიტრი ჩიქოვანი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დაფინანსებაში დაადანაშაულა.

კომენტარები