რუსული კანონი

ოდიშარია 9 აპრილზე: იმ ე.წ. ჭყლეტამ ამდენი ადამიანი იმსხვერპლა

ის გარემოება, რომ 10-11-12 წლის ბავშვების ჩართვას ცდილობენ და ძალიან აქტიურად... პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი როდესაც ხედავს და პირისპირ რჩები სპეცრაზმთან, როდესაც შენ მაქსიმალურად ძაბავ, ინსტრუქტირებული ხარ, სპეციალურად დავალებას აძლევ შენ მიერ დატრენინგებულ ადამიანებს, რომლებიც გყავდა ხან ბორჯომში, ხან ამ კურორტზე, ხან იმ კურორტზე, აკერმანი აღარ არის, ვის შევჩივლოთ, არ ვიცით, მაგრამ ეს ხალხი დარჩა რა, მისი სწავლება როგორც ჩანს, უკვდავია და შენ არ მოუწოდებ ბავშვებს თორმეტ საათზე, პირველ საათზე, როდესაც გაფრთხილებს სპეცრაზმის ის დიქტორი, რომელცი ვალდებულია, გამოაცხადოს, რომ აპირებენ მიტინგის დაშლას და ერთი წამითაც არ უშვებ თავში განზრახ, რომ ახალგაზრდებს მოუწოდო, დაიშალონ.

ღმერთმა დაიფაროს, მე ვარ 9 აპრილის მომსწრე და მე მახსოვს, მე არ ვიყავი 11 და 12 წლის, ვიყავი მართალია 14-15 წლის, მაგრამ ძალიან მძიმე იყო, როდესაც ის ე.წ ჭყლეტა მოხდა, და თქვენ იცით, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა.

როგორ შეიძლება, რომ პასუხისმგებლიანმა ადამიანმა, თუ მართლა კეთილშობილური განზრახვა გაქვს, თუ მართლა პოლიტიკური მიზანი გაქვს, არ უთხრა და არ მოუწოდო შენს შვილებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათი შვილები იქ არ არიან, მათი შვილების თანატოლები არიან... არ მოუწოდებენ და თუ მოხდა რაიმე ფატალური შედეგი, წინსწრებად, ავანსად ხელოსუფლებას აწებებენ და კიდებენ ამ პასუხისმგებლობას.

სინამდვილეში მოუწოდებენ პატარა ბავშვებს, მაქვს უფლება, 10 წლის და 11 წლის ახალგაზრდას ვუწოდო პატარა ბავშვი... [ხდება] საშუალო კლასის ბავშვების მიტინგზე ყოფნა, მათი მოწოდება და საუბარი იმაზე და ადამიანებისთვის შეჩეჩება იმისა, რომ აი, მოდის თაობა... რა თაობაზე ვლაპარაკობთ, 10-12 წლის ბავშვებზე? მათ მაინც მოუწოდე, გაეცალონ იმ ველს, რომელსაც შენ ეძახი, რომ აი, დაგვარბიეს...

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი ბექა ოდიშარია Pos Tv-ის ეთერში 9 აპრილის ტრაგედიას ე.წ ჭყლეტად მოიხსენიებს.

კომენტარები