რუსული კანონი

ხვიჩია: რევოლუციას აწყობენ თვითონ ქოცები საკუთარი თავის მიმართ

იმიტომ არსებობს სხვადასხვა სამსახურები, რომ საფრთხეები თავიდან აგვარიდონ... რევოლუციას ამ ქვეყანაში მე მგონი, არავინ არ აწყობს, რევოლუციას აწყობენ თვითონ ქოცები საკუთარი თავის მიმართ. თვითონ აბარებენ ხელისუფლებას სხვას და დღემდე ვერ ხვდებიამ მათ შორის მათი გუნდელები, რატომ აკეთებენ ამას.

1 თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას ვზეიმობდით, სტატუსს ვზეიმობდით და საერთოდ არ იყო არანაირი სიტუაცია, თვითონ ხელისუფლებამ გააკეთა ეს.

ხომ ამბობენ გლობალური ომის პარტიაო და ასე შემდეგ, შეიძლება, ვიღაც ეგეთმა უთხრა, ეს კანონი შემოიტანეთო და გაუჩალიჩა ამათ, მაგრამ თვითინ საკუთარი ქმედების იქით ხი არავის არაფერი არ გაუკეთებია.

დღესაც, რაც შსს-მ აჩვენა კლიპი, ძაღლები როგორ კბენენ მიტინგის მონაწილეებს, ცხენებით როგორ ჯირითობს ვიღაც ზედ მიტინგზე და  და ამით სინამდვილეში რას აკეთებ? შენ თვითონ არ წევ მაღლა ტემპერატურას? თორემ რა ეტყობოდა ამ ხალხს ან ძაღლების დასაგლეჯის, ან ცხენებით საჯირითოსი ან ასე შემდეგ?

პირობითად მე ვერ ვხვდები, რატომ ხდება ეს ამბავი, მაგრამ ხელისუფლებას თვითონ მიაქვს საკუთარიუ მმართველობა დასასრულისკენ.

მე ასეთი წარმოდგენა მაქვს, თუ ვცდები, ვინმემ ამიხსნას რა სარგებლობა მოაქვს ამ კანონს.

გირჩის დეპუტატი იაგო ხვიჩია რუსთავი ორზე.

კომენტარები