გერმანია

ბერლინში 9 მაისს რუსული დროშის და სხვა სიმბოლიკების გამოყენება აიკრძალება

გერმანიის ხელისუფლება 9 მაისს რუსული დროშის, სამხედრო ფორმისა და სხვა სიმბოლიკის მქონე ელემენტების - Z და V ასოების შემცველი პლაკატების - გამოყენებას აკრძალავს, რომელიც შესაძლოა კრემლის სიმბოლიკად იქნეს აღქმული. 

8 და 9 მაისს ბერლინში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნად, რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი - მათ შორის, მსვლელობა ბრანდენბურგის კარიბჭესთან და საბჭოთა მემორიალებზე ყვავილების მიტანა. 

სამთავრობო კვარტალში გაიმართება უკრაინის მხარდამჭერი აქცია "მშვიდობა ევროპას! შორს რუსი ჯარისკაცები უკრაინისგან". 

აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს, 9 მაისს, ბერილნში შესაძლოა გამოჩნდეს პრო-პუტინისტური დაჯგუფება ღამის მგლები

 

 

 

კომენტარები